ისრაელში აშშ-ის ელჩი – ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება

ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება, – ამის შესახებ ისრაელში აშშ-ის ელჩმა, ჯეკ ლიუმ განაცხადა. ისრაელში აშშ-ის ელჩი, ჯეკ ლიუ „ჰამასის“ მიერ მძევლების პირველი ჯგუფის გათავისუფლებას მიესალმა.
„გათავისუფლებული მძევლები საყვარელ ადამიანებს უერთდებიან. ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ ყველა მათგანი სახლში არ დაბრუნდება“, – წერს ჯეკ ლიუ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ცნობისთვის, ჯეკ ლიუს ისრაელში ელჩად დანიშვნას აშშ-ის სენატმა მხარი მიმდინარე თვის დასაწყისში დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ძაგნიძე: ხმის უფლება რომ წაგვართვით ემიგრანტებს, მუნჯებიც გგონივართ. 9 ოქტომბერს კორძი ნიუ იორკის Sony Hall-ში დადგება სცენაზე და იცით რამდენი ვართ, ვინც ომახიანად ვუმღერებთ ჩვენს სამშობლო მხარეს?!