ბრძოლის განახლების მიუხედავად, ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლებზე მოლაპარაკებები გრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN მოლაპარაკებებთან ნაცნობ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, ზავის მოქმედების ვადის ამოწურვისას, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე, მოლაპარაკებებში ჩართულ არც ერთ მხარეს – ისრაელი, ჰამასი, აშშ, კატარი, ეგვიპტე – საჯაროდ არ განუცხადებია მოლაპარაკებების ჩასლის შესახებ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ წინასწარ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ჰამასს მძევლების მერვე სია უნდა წარედგინა – 10 ქალი და ბავშვი – რომლებიც პარასკევს უნდა გათავისუფლებულიყვნენ ბრძოლაში პაუზის კიდევ ერთი დღის სანაცვლოდ.
ისრაელი, თავის მხრივ, მოითხოვს, რომ ჰამასმა ქალები და ბავშვები გაათავისუფლოს, სანამ მოლაპარაკებები მძევლების სხვა ჯგუფებზე გადავა.