ისრაელსა და “ჰამასს” შორის კონფლიქტის თაობაზე გაერო-ს უშიშროების საბჭომ პირველი რეზოლუცია მიიღო

მასშტაბური იერიშის შედეგად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის მთავარ საავადმყოფოზე კონტროლი დაამყარეს. ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ალ-შიფას ჰოსპიტლიდან ამოღებული “ჰამასის” იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა. პარალელურად, ისრაელმა,
რაფაჰში ომის დაწყების შემდეგ პირველად, 25 000 ლიტრი საწვავის მიწოდება დაუშვა.
პირველი რეზოლუცია მიიღო ისრაელსა და “ჰამასს” შორის კონფლიქტის თაობაზე “გაეროს” უშიშროების საბჭომ. დოკუმენტის მიხედვით “გაეროს” უშიშროების საბჭოს წევრები ითხოვენ, რომ ყველა მხარემ შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიმართ თავისი ვალდებულებები – განსაკუთრებით, სამოქალაქო პირების, პირველ რიგში კი, ბავშვების დაცვის საკითხში.
რეზოლუცია ასევე გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობის გარეშე გათავისუფლდნენ მძევლები. საბჭოს 12-მა წევრმა დოკუმენტს მხარი დაუჭირა – წინააღმდეგი არავინ წასულა, თავი შეიკავა სამმა ქვეყანამ: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინული ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე