ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა – BBC

ისრაელმა 39 პალესტინელი მსჯავრდებული გაათავისუფლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, გათავისუფლებულ პალესტინელებს შორის 24 ქალი და 15 მოზარდია. ისინი ისრაელის ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის იმყოფებოდნენ. მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ქვის სროლისთვის. ამ პირთა უმეტესობის სასამართლო პროცესი ჯერ არ არის დასრულებული.
გათავისუფლებული პალესტინელები უკვე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე იმყოფებიან და უახლოეს ხანში სახლებში დაბრუნდებიან. მანამდე მოძრაობა „ჰამასმა“ გაათავისუფლა 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი 24 ადამიანი. მათ შორის 13 ისრაელელია.
გათავისუფლებულებს შორის არიან 70 წელს გადაცილებული მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება