ისრაელმა „ჰამასის“ 230-მდე ობიექტს დაარტყა, მძიმე ბრძოლები გაგრძელდა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ მან განახორციელა საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორში „ჰამასის“ დაახლოებით 230 სამიზნეზე გასული დღის განმავლობაში და მძიმე ბრძოლები გაგრძელდა ჩრდილოეთ ღაზაში.

ს არმიის ინფორმაციით, ქალაქ ჯაბალიაში, სკოლაში, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ შეფარებული, 551-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა „ჰამასის“ კუთვნილი იარაღი აღმოაჩინეს.

ასევე, ისრაელის ავიაციამ შათის ბანაკში მყოფ „ჰამასის“ წევრებზე საჰაერო იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმები განახორციელეს სამხედრო-საზღვაო ძალებმაც. კერძოდ, მათ დაარტყეს გემებს, რომლებსაც „ჰამასის“ სამხედრო-საზღვაო ძალები იყენებდა.