ისრაელმა “ჰამასის” დიდი გვირაბი გაანადგურა – შტატები მზადაა გაერო-ს უშიშროების ღაზის სექტორის რეზოლუციას კენჭი უყაროს

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ს ძალებმა ჩრდილოეთით ქალაქ ღაზაში, პალესტინის მოედნის ქვეშ “ჰამასის” დიდი გვირაბი გაანადგურა. მოედანი, ომამდე განიხილებოდა, როგორც ანკლავის ელიტის ძალაუფლების ცენტრი, სადაც”ჰამასის” უმაღლესი თანამდებობის პირები ცხოვრობდნენ.
ახალი ზავის მიღწევის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად
“ჰამასი” მძევლების გათავისუფლების პერსპექტივას ომის დასრულებამდე უარყოფს.
კი თავის მხრივ ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაზე აცხადებს უარს. ეროვნული უშიშროების მინისტრის თქმით, ომის დასრულება “ჰამასის” განადგურებამდე მარცხი იქნება.
რამდენიმე დღის დაგვიანებით, შეერთებული შტატები მზადაა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე კენჭი უყაროს ღაზის სექტორის რეზოლუციას. კენჭისყრა სავარაუდოდ დღეს იქნება.
საერთაშორისო ორგანიზაცია “მსოფლიოს სურსათის პროგრამა” იუწყება, რომ თუ კონფლიქტი არ დასრულდება ღაზის სექტორს მომდევნო 6 თვის განმავლობაში შიმშილობა ემუქრება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით კი, ჩრდილოეთ ღაზა საავადმყოფოს გარეშეა დარჩენილი, პრობლემაა პერსონალი, საწვავისა და სხვა მარაგების ნაკლებობაც.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი