ისრაელმა ხან იუნისის დიდ ნაწილში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ხან იუნისის დიდი ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა.
გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა (OCHA) განაცხადა, რომ ისრაელმა გამოაქვეყნა რუკები, სადაც ქალაქ ხან იუნისის დაახლოებით 20 პროცენტზე ევაკუაციაა მონიშნული.
გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, ბრძოლების დაწყებამდე რეგიონში 110 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ტერიტორია ასევე მოიცავს 32 თავშესაფარს, სადაც განთავსებული იყო 140 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი.