ისრაელმა ცხელი ხაზი აამოქმედა რუსეთში ანტისემიტიზმის შესახებ საჩივრების შესაგროვებლად

ს პრემიერ მინისტრის კაბინეტის სამთავრობო ბიურომ, რომელიც პასუხისმგებელია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ებრაულ თემებთან კომუნიკაციაზე, გახსნა ცხელი ხაზი რუსულ ენაზე ანტისემიტიზმის გამოვლინებისთვის.
საჩივრების მიწოდება ასევე შესაძლებელია WhatsApp-ისა და Telegram-ის გამოყენებით. ხაზი ეროვნული უშიშროების საბჭოს ბრძანებით ამოქმედდა, წერს Ynet.
ყველაზე რეზონანსული ანტისემიტური პროტესტი ჩრდილოეთ კავკასიაში იყო. დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში 29 ოქტომბერს ხალხის ბრბო აეროპორტში, თელ-ავივიდან რეისის ჩამოსვლამდე შეიჭრა. 1000-ზე მეტმა ადამიანმა შტურმით აიღო ტერმინალი, ხალხი თვითმფრინავში შესვლას, ებრაელების მოძებნის მოტივით ცდილობდა..
ანტისემიტური ქმედებები ხდებოდა არა მარტო რუსეთში, არამედ სომხეთშიც. ამგვარად, ერევანში თავდამსხმელებმა ოქტომბრის დასაწყისიდან ორჯერ სცადეს ცეცხლის წაკიდება ქვეყანაში ერთადერთი სინაგოგასთვის.
ევროკომისიამ ყურადღება გაამახვილა ევროპაში ანტისემიტური განწყობების ზრდაზე. კერძოდ, პარიზში დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავები იმ სახლების კედლებზე გამოჩნდა, სადაც ებრაული ოჯახები ცხოვრობდნენ. საფრანგეთის ხელისუფლებამ გაარკვია, რომ სავარაუდოდ ამ პროცესში ს დაზვერვა იყო ჩართული. სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს მოლდაველი წყვილი, რომლებმაც აღიარეს, რომ შენობებზე უცნობი პირის დაკვეთით ხატავდნენ, რომელმაც მათ ქუჩაში რუსულად მიმართა და „მომსახურებისთვის“ გადახდა შესთავაზა.