ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის ქერემ შალომის გამშვები პუნქტი გახსნა

ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარების მოსახლეობისთვის მისაწოდებლად ღაზის სექტორის სამხრეთში ქერემ შალომის გამშვები პუნქტი გახსნა. გამშვები პუნქტი 5 მაისს დაიკეტა ჰამასის თავდასხმების გამო, რომელსაც ოთხი ისრაელელი სამხედრო ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, ქერემმ შალომის გამშვებ პუნქტში ჰუმანიტარული დახმარება კვლავ ს შემოწმებას გაივლის. 7 მაისს თეთრმა სახლმა დაადასტურა ისრაელის პირობა, რომ აღნიშნულ გამშვებ პუნქტს მალევე გახსნიდა.
5 მაისის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო. 6 მაისს ისრაელმა რაფას ტერიტორიაზე რადიოს, სატელეფონო შეტყობინებების და ფლაერების საშუალებით გაავრცელა მოწოდებები, რომ რაფას გარკვეული ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულიყო, რადგან ისრაელი სახმელეთო ოპერაციას 7 მაისს დაიწყებდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქალაქ რაფაში ჰამასის დანაყოფები იმყოფებიან და მათი განადგურების გარეშე ომი ვერ დასრულდება. ჰამასის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისრაელის ამ ოპერაციამ ჩაშალა მოლაპარაკებების ეტაპზე მყოფი შეთანხმება ცეცხლის დროებით შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ.