ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის სახლს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სახლს დაარტყეს.
„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი კატარში ცხოვრობს, თუმცა ს თავდაცვის ძალები ირწმუნება, რომ მისი სახლი ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა და ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრის ადგილი იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისმაილ ჰანიეს სახლს გამანადგურებელი თვითმფრინავებით დაარტყეს.
ჰანიე “ჰამასის” პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს, თუმცა რამდენიმე წელია კატარში ცხოვრობს.