ისრაელმა 6 იანვარს დაადასტურა, რომ პარიზში აშშ-ის მხარდაჭერით სირიასთან უსაფრთხოების საკითხებზე გამართა მოლაპარაკება, რომლის მიზანიც რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
„დიალოგი შედგა (აშშ) პრეზიდენტ ტრამპის ხედვის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ხელშეწყობაზე, რომლის დროსაც ისრაელმა ხაზი გაუსვა თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზღვრებთან საფრთხეების თავიდან აცილების მნიშვნელობას“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში.
„ისრაელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ასევე ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობის მიმართ“, – წერია დოკუმენტში.
ერთობლივი განცხადების თანახმად, სირიის ახალი მთავრობა და ისრაელი აშშ-ის ზედამხედველობის ქვეშ ერთობლივ ჯგუფს შექმნიან, რომელიც სადაზვერვო მონაცემებს გაცვლის და ადგილზე სამხედრო დეესკალაციას უზრუნველყოფს.
პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სირია და ისრაელი ისწრაფვიან „ორივე ქვეყნისთვის მდგრადი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შეთანხმებების მიღწევისკენ“.
ფორუმი




