ისრაელმა პალესტინელთა მიწების, იორდანეს დასავლეთი ნაპირის კიდევ ერთი ნაწილი საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა

ისრაელის ხელისუფლებამ ს სახელმწიფოს ნაწილად გამოაცხადა პალესტინელთა ტერიტორიის – იორდანეს დასავლეთი ნაპირის – კიდევ ერთი მონაკვეთი.
ამის შესახებ იტყობინებიან სააგენტო AP და ისრაელის უფლებადამცველი ორგანიზაცია „Peace Now“.
არსებული ცნობით, ესაა თითქმის 13 კვადრატული კილომეტრი იორდანეს ნაპირზე, რომელიც ესაზღვრება ისრაელის მიერ ადრე თავის ტერიტორიად გამოცხადებულ მიწას.
Peace Now-ს თანახმად, საქმე ეხება ისრაელის მიერ უდიდესი ტერიტორიის მითვისებას,1993 წელს მიღწეული ოსლოს შეთანხმების შემდეგ.
ამგვარად, ისრაელი გზას უხსნის ახალი მოსახლეების ამ ტერიტორიებზე დასახლებას. ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობას პალესტინელთა ტერიტორიაზე გმობს საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს