ისრაელმა ლიბანზე დარტყმები განახორციელა, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი

ლიბანში, ს მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, მინიმუმ 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას მედია საშუალებები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად სოფელ სუანეში ქალი და ორი ბავშვი დაიღუპა, სამხრეთ ლიბანის ქალაქ ნაბატიეში კი – ერთი ოჯახის ოთხი წევრი.
ამასთან, დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში თავდასხმების დროს მათი ორი მებრძოლი მოკლეს.
ს თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურას ჩრდილოეთ ისრაელზე ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ დაარტყა, რომელსაც ისრაელელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო