ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99%-ი მოიგერია

ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99%-ი მოიგერია, – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევაა.
ჰაგარიმთ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით 170 დრონი გაუშვა და არც ერთი მათგანი არ შესულა ისრაელის საჰაერო სივრცეში, ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა ყველა მათგანი ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ ჩამოაგდეს. ამას გარდა, ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ისრაელის საჰაერო სივრცემდე ვერ მიაღწია, 25-ის ჩამოგდება ისრაელმა მოახერხა.
ირანმა ისრაელის მიმართულებით 120 ბალისტიკური რაკეტაც გაისროლა, ბევრი მათგანი ისრაელმა საჰაერო თავდაცვის სისტემა Arrow-ს დახმარებით ჩამოაგდო, ნაწილი კი სამხრეთ ისრაელში მდებარე ნევატიმის საჰაერო ბაზაზე მოხვდა.
ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ პირველი საჯარო კომენტარი მაც გააკეთა. მან X-ზე დაწერა, რომ მტრის შეტევა წარმატებით მოიგერიეს.
New York Times-ი, ს ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ კომბინირებული იერიში 185 Shaheed-ის ტიპის დრონით, 30 ფრთოსანი და 110 ბალისტიკური რაკეტით მიმდინარეობდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ვერცერთმა დრონმა ვერ გადაკვეთა და მათი უმეტესობა ისრაელის მოკავშირე და მეზობელმა ძალებმა ჩამოაგდეს. ირანის გარდა ისრაელის მიმართულებით დრონები და რაკეტები გაუშვეს სირიის, ლიბანის, იემენისა და ერაყის ტერიტორიიდანაც. ჯამურად იერიში 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ