ისრაელმა ესპანეთისა და ბელგიის ელჩები საგარეო უწყებაში დაიბარა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დავალებით, ესპანეთისა და ბელგიის ელჩები საგარეო უწყებაში დაიბარა.
ისრაელის მთავრობის აღშფოთება გამოიწვია ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოს მიერ, რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულმა განცხადებებმა, რომელშიც ორი ქვეყნის ლიდერებმა ღაზის მშვიდობიანი მცხოვრებლების მკვლელობა დაგმეს.
პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში მოქმედი დროებით ზავი არაა საკმარის და საჭიროა მუდმივი ზავი.
ელი კოენმა სანჩესისა და დე კროოს განცხადებას მცდარი უწოდა და ორი ქვეყნის ლიდერი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ვგმობთ ესპანეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებებს, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს. ისრაელი მოქმედებს საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ებრძვის მკვლელ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც უფრო უარესია, ვიდრე ISIS-ი, რომელიც სჩადის ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს. ჩვენ განვაახლებთ ბრძოლას ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ღაზას სექტორში ჰამასის სრულ განადგურებამდე და ყველა გატაცებულის გათავისუფლებამდე“, – აცხადებს ელი კოენი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს