ისრაელმა დარტყმა განახორციელა ბეირუთზე და მოკლა ჰეზბოლას ერთ-ერთი ხელმძღვანელი

კვირას ს ჯარებმა დარტყმა მიაყენეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთში მდებარე დაჰიას უბანს, სადაც ჰეზბოლას შტაბ-ბინა მდებარეობს. ჰეზბოლა -ისა და ს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, მაგრამ ლიბანში ის ლეგიტიმური პოლიტიკური ძალის სახით მოქმედებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ზუსტი დარტყმის სამიზნე იყო ჰეზბოლას ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციის შეიარაღებაზე. მისი სახელი ოფიციალურად არ დაუსახელებიათ, მაგრამ რამდენიმე ცნობით, ეს არის ალი ტაბატაბაი. ის აღწერილია, როგორც ჰეზბოლას სამხედრო ფრთის ორი უმაღლესი მეთაურიდან ერთ-ერთი და მისი შტაბის უფროსი.
როგორც იტყობინებიან, ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ტაბატაბაი.
ეს ბეირუთზე ისრაელის პირველი დარტყმაა თვეების განმავლობაში. ამ დაჯგუფებასა და ისრაელს შორის შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ 2023-2024 წლებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნა მიღწეული. კომენტატორები აღნიშნავენ, რომ ლიბანში ჰეზბოლას პოზიციები შესუსტდა, მან ასევე ნაწილობრივ დაკარგა საბრძოლო ძალა, მათ შორის მისი დიდი ხნის ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილის შემდეგ. თუმცა, ორგანიზაცია კვლავ უარს ამბობს იარაღის დაყრაზე ან ისრაელის საზღვრიდან ძალების გაყვანაზე.
გამოცემა „Axios“-მა -ის ანონიმ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ისრაელს ვაშინგტონისთვის წინასწარ არ უცნობებია, რომ დარტყმას ამზადებდა, მაგრამ მისი განხორციელებისთანავე შეატყობინა ამის შესახებ აშშ-ს. თუმცა, აშშ-ის კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა იცოდა, რომ ისრაელი ლიბანზე დარტყმისთვის ემზადებოდა.
ტაბტაბაი აშშ-ის სანქციების სიაში შედიოდა, როგორც ჰეზბოლას ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
ფორუმი