ისრაელმა ბეირუთს დაარტყა კიდევ ერთხელ, გაანადგურა საცხოვრებელი კომპლექსი – მედია

ლიბანის სახელმწიფო მედიის თანახმად, ისრაელმა 23 ოქტომბერს საჰაერო თავდასხმები განახორციელა ბეირუთის სამხრეთში, არეალზე, სადაც ჰეზბოლაა გამაგრებული.
ს ომი ლიბანის წინააღმდეგ ერთი თვეა გრძელდება.
ისრაელის მიერ განხორციელებული 17 იერიშის შედეგად განადგურდა ექვსი საცხოვრებელი შენობა. ამ თავდასხმების ღამე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იყო 23 სექტემბრის შემდეგ, როცა ისრაელმა დაიწყო ბეირუთის სამხრეთის დაბომბვა.
AFP-ი იმოწმებს სირიის სახელმწიფო მედიას, რომელიც იტყობინება, რომ ისრაელმა დაარტყა დამასკში საცხოვრებელ სახლს და სამხედრო ობიექტს ჰომსში, რის შედეგადაც ერთი სამხედრო დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
ისრაელმა ეს თავდასხმები განახორციელა მას მერე, რაც -ის სახელმწიფო მდივანი, ისრაელში იყო ვიზიტად და თავის მოკავშირეს ქვეყანას ურჩია, თავიდან აირიდოს ირანთან შემდგომი ესკალაცია.
პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, ისრაელი ომს აწარმოებს ჰამასთან, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული აშშ-ში და ევროკავშირში, ხოლო ლიბანში ის ებრძვის ჰეზბოლას, აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ ორგანიზაციას, რომლის მხოლოდ სამხედრო ფრთაა შავ სიაში შეტანილი ევროკავშირში. ამ ორგანიზაციებს ეხმარება ირანი.
ჰეზბოლას პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან.