ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოდან ევაკუაციის ბრძანება გასცა – როგორც თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, საავადმყოფო შემდეგი ერთი საათის განმავლობაში უნდა დაცალონ. ინფორმაცია ადგილზე მყოფი AFP-ის ჟურნალისტები ავრცელებენ.
ალ-შიფას საავადმყოფო ღაზის სექტორი ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულებაა. ისრაელი აცხადებს, რომ შენობის მიწისქვეშ ტერორისტებს სამხედრო ბაზა აქვთ მოწყობილი, თუმცა ჰამასი ამას უარყოფს. გაეროს ოფიციალური მონაცემებით, ოთხშაბათს ისრაელის ჯარების შესვლამდე საავადმყოფოს 2 300 ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის პაციენტები, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები და მშვიდობიანი მოქალაქეები.
დღეს ღაზის სექტორიდან 15 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა, თვითმფრინავი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შაბათს დილით დაეშვა. ეს ევაკუაცია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ინიციატივის ნაწილია – მან გამოთქვა მზაობა, რომ ღაზიდან მათ საავადმყოფოებში, სულ მცირე, 1 000 ბავშვს უმკურნალონ, მათი ოჯახების ჩათვლით.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.