ისრაელი ღაზის დაბომბვას განაგრძობს, აშშ აფრთხილებს უფრო ფართო ომის შესაძლებლობაზე

ისრაელმა 25 ივნისს განაგრძო პალესტინელთა ტერიტორიის, ღაზის სექტორის დაბომბვა მას მერე, რაც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მ წინა დღეს განაცხადა, რომ ომის „ინტენსიური ფაზა“ სუსტდება, ხოლო -მა თავის მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში მოუწოდა, თავი აარიდოს შემდგომ ესკალაციას ლიბანის საზღვარზე.
ს არმიამ ქალაქ ღაზაში ძლიერი დარტყმა მიაყენა სკოლებსა და საცხოვრებელ სახლს, სადაც 13 ადამიანი დაიღუპა. ისრაელი აპირებს თავისი ჯარების ნაწილის გადასროლას ქვეყნის ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვრებთან, რის გამოც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრს მოუწოდა, არ დაუშვას ძალადობის ესკალაცია ამ მიმართულებით.
შარშან ოქტომბრის დასაწყისის შემდეგ, ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად 37 ათასი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის არმიამ პალესტინელთა ტერიტორიების დაბომბვა დაიწყო აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული ჰამასის მიერ ისრაელის სამხრეთში, საზღვრისპირა არეალში, განხორციელებული იერიშის საპასუხოდ.
7 ოქტომბრის ამ ოპერაციის დროს, 1200 ადამიანი დაიღუპა. 250 პირი ჰამასმა მძევლად აიყვანა. მათი ნაწილი ექსტრემისტებს კვლავ დაკავებული ჰყავთ.