ისრაელი: ღაზის გვირაბებში ნაპოვნია 5 მოკლული მძევალი

ღაზის სექტორის ჩრდილოეთში “ჰამასის” ტყვეობაში მოკლული ხუთი ისრაელელი მძევალი იპოვეს. მათი ცხედრები მიწისქვეშა გვირაბების ქსელში აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ს სამხედრო უწყება ავრცელებს.
სიკვდილის შესაძლო მიზეზებზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი. ისრაელის შეიარაღებული ძალების მთავარი პრესსპიკერი, ადმირალი დენიელ ჰაგარი განმარტავს, რომ მომხდარის შესახებ დეტალებს ისინი ჯერ დაღუპულთა ოჯახებს შეატყობინებენ და ამის შემდეგ, მათი ნებართვის შემთხვევაში, ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება.
ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნაპოვნ ცხედრებს შორის სამი ჯარისკაცი და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა. ისინი იმ 240 ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც “ჰამასის” შეიარაღებულმა პირებმა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის დროს გაიტაცეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს.
მომხდარის გამო, ისრაელმა ომი გამოუცხადა “ჰამასს” და ღაზის სექტორის აქტიური დაბომბვა დაიწყო, რასაც მოგვიანებით სახმელეთო იერიშებიც მოჰყვა. “ჰამასი” შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.
40 000-ზე მეტი შენობაა დანგრეული ოქტომბრიდან ღაზის სექტორში, მას შემდეგ, რაც ისრაელმა თავდასხმის პასუხად, “ჰამასს” ომი გამოუცხადა. გაეროს ცნობით, ეს პალესტინელთა ანკლავში შენობათა 18%-ზე მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ თალაკვაძე ეროვნულ ნაკრებს – მადლობა გამორჩეულად კარგი ფეხბურთისთვის! ევროპულ მოედანზე თქვენ ყველას აჩვენეთ, რომ საქართველო თანასწორია და საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია

ჰერმან საბო – გვიხარია, რომ ამნისტიის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც წინასაარჩევნოდ წამოსწია – არჩევნების წინა დღესაც რომ ხდებოდეს ამნისტია, მზად ვარ, მხარი დავუჭირო და შევაქო ის, ვინც ამას გააკეთებს