ისრაელი ღაზაში „ჰუმანიტარულ პაუზას“ დათანხმდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, ღაზას სექტორში ე.წ. „ჰუმანიტარულ პაუზებს“ დათანხმდა იმ მიზნით, რომ ბავშვები პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრან.
ჯანმო-ს მაღალჩინოსანმა რიკ პეპერკორნმა განმარტა, რომ კამპანია ღაზას სექტორში, დაახლოებით, 640 000 ბავშვის ვაქცინაციას ისახავს მიზნად.
ვაქცინაცია სამ ეტაპად განხორციელდება ღაზას სექტორის ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში და ყოველი ეტაპის განმავლობაში ბრძოლა ზედიზედ სამი დღის განმავლობაში შეჩერდება ადგილობრივი დროით 06:00 საათიდან 15:00 საათამდე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაერო-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 10 თვის ბავშვი, პოლიომიელიტის ვირუსით დაავადდა. ეს ღაზაში პოლიომიელიტის პირველი შემთხვევაა ბოლო 25 წლის განმავლობაში. პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ჩასატარებლად გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მხარეებს „ჰუმანიტარული პაუზისკენ“ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი – სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და ახალი ფორმატების ათვისება