ისრაელი ღაზაში დახმარების შესატანად ახალ მარშრუტებს გახსნის

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორისთვის ორი ჰუმანიტარული მარშრუტის გახსნა დაამტკიცა, რათა ტერიტორიაზე მეტი დახმარება შევიდეს.
კერძოდ, ომის დაწყების შემდეგ პირველად ხელახლა გაიხსნება ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ერეზის კარიბჭე და ასევე აშდოდის პორტი.
იორდანიიდან მეტი დახმარების მიწოდება კი კერემ შალომის გადასასვლელის გავლით განხორციელდება.
ს ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუ გააფრთხილა, რომ ისრაელმა უნდა გადადგას ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის და ჰუმანიტარული ტანჯვის თავიდან ასაცილებლად და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..