ისრაელი სახმელეთო შეტევას ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებს

ისრაელი სახმელეთო ოპერაციებს მთელ ღაზის სექტორში აფართოებს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
“დავიწყეთ იგივე მოძრაობა ღაზის სექტორის სამხრეთით. ეს არანაკლებ ძლიერი იქნება, ვიდრე ოპერაციები ღაზის ჩრდილოეთით, შედეგები კი არანაკლებ მნიშვნელოვანი,” – აღნიშნულია ისრაელის შტაბის ხელმძღვანელის განცხადებაში.
მათივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, “ცახალმა” “ჰამასის” ბატალიონის არაერთი მეთაური და წევრის ლიკვიდაცია შეძლო.
ხელახლა დაწყებული ბრძოლების გამო, შეერთებული შტატები ისრაელზე ზეწოლას აძლიერებს, რათა მეტი გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე მოუწოდა ისრაელს, უკეთ განსაზღვროს თავისი მიზნები კონფლიქტთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ “ჰამასის “სრულ განადგურებას” ათწლეულის განმავლობაში ბრძოლა დასჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით