რაფაჰის ცენტრალური ნაწილის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰის ცენტრალური ნაწილის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქალაქში დაწყებული სამხედრო ოპერაციების გაფართოება იგეგმება.
ს თავდაცვის ძალებმა გასულ კვირას ევაკუაციისკენ რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილის მცხოვრებლებს მოუწოდა, რის შემდეგაც სამხედრო ოპერაცია დაიწყო და რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკავა. 150 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა ქალაქი. ევაკუაციისკენ ახალი მოწოდება კი იმაზე მიანიშნებს, რომ ისრაელი სამხედრო ოპერაციის გაფართოებას აპირებს და ქალაქის დატოვება კიდევ ასობით ათას ადამიანს მოუწევს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, არ დაეთანხმა -ის მოწოდებას, რაფაჰზე შეტევა არ განეხორციელებინა და განაცხადა, რომ ქალაქს „ჰამასის“ ლიდერებისა და ძალების უმეტესობა აფარებს თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საბჭო – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ

ალექსანდრე დარახველიძე – გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს – თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად