ისრაელი მზარდი ზეწოლის ქვეშაა ღაზაში ომის გამო, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის მატების ფონზე

იზრდება ზეწოლა ისრაელზე, მის მიერ ღაზაში წარმოებული ომის დროს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის მაღალი რიცხვისა და საავადმყოფოების განადგურების გამო.
19 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც გამოდის მოწოდებით “საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი და მდგრადი შეწყვეტისკენ”.
ღაზაში ომს წინ უძღოდა -სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასის” მეომრების თავდასხმა ისრაელზე, 7 ოქტომბერს – აცხადებს, რომ “ჰამასის” წევრებმა მოკლეს 1139 ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები, და გაიტაცეს 250 პირი.
ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან საპასუხო ომს ემსხვერპლა 18,800-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.
ინტენსიური ბრძოლის შედეგად, ღაზის სექტორის მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩა, ხალხს არ აქვს საკვები, საწვავი, წყალი და მედიკამენტები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?