„ისრაელი მალე „ჰამასს“ დამატებით და მტკივნეულ დარტყმებს მიაყენებს“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ს პრემიერ-მინისტრ ს განცხადებით, ისრაელი მალე „ჰამასს“ “დამატებით და მტკივნეულ დარტყმებს” მიაყენებს, რათა ღაზაში მყოფი მძევლები გაათავისუფლოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენი 133 ძვირფასი და-ძმა ჯერ კიდევ ჰამასის ჯოჯოხეთშია დატყვევებული,“ – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასმა“ უარყო წინადადებები მძევლების გათავისუფლების შესახებ.
ამასთან, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები ისრაელს მოუწოდებენ, უზრუნველყოს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირება და ღაზის სექტორისთვის დახმარების გაზრდა.