ისრაელი, ერაყი და ლიბანი საჰაერო სივრცეს კეტავენ

ს წინააღმდეგ ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფონზე ისრაელი, ერაყი და ლიბანი საჰაერო სივრცეს კეტავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი ქვეყნების სამინისტროები და ოფიციალური პირები ავრცელებენ.
კერძოდ, ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ისრაელი მის საჰაერო სივრცეს ადგილობრივი დროით 00:30 საათზე ჩაკეტავს საერთაშორისო და ლოკალური ფრენებისთვის.
ერაყის სამოქალაქო ავიაციის ორგანომ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დროებით ჩაიკეტება ყველა შემომავალი, მიმავალი და სატრანზიტო ფრენისთვის ადგილობრივი დროით 23:30 საათიდან კვირის 05:30 საათამდე. აღინიშნება, რომ ეს უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომაა.
ლიბანის საჯარო სამუშაოებისა და ტრანსპორტის სამინისტრომ აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყნის საჰაერო სივრცე ჩაიკეტება ყველა შემომავალი, მიმავალი და სატრანზიტო ფრენისთვის ადგილობრივი დროით 01:00 საათიდან კვირის 07:00 საათამდე.

ასევე დაგაინტერესებთ