ისრაელი დღეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უპასუხებს

ისრაელი დღეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უპასუხებს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში მისი სამხედრო ოპერაცია გენოციდის კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს პალესტინის მოსახლეობის განადგურებას.
სამხრეთ აფრიკამ, რომელმაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, გუშინ მოსამართლეებს სთხოვა, დააწესონ გადაუდებელი ზომები და დაავალონ ისრაელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა.
სამხრეთ აფრიკა აცხადებს, რომ ს საჰაერო და სახმელეთო შეტევა მიზნად ისახავს ღაზის სექტორის მოსახლეობის განადგურებას.
ისრაელი გენოციდთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სამხრეთ აფრიკა ასრულებს „ჰამასის“ რუპორის როლს, რომლის მიზანიც ისრაელის განადგურებაა. ისრაელის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მათი არმიის სამიზნეს წარმოადგენს „ჰამასის“ ბოევიკები და არა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა.
Reuters-ი წერს, რომ სასამართლო, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას შესაძლო გადაუდებელ ზომებთან დაკავშირებით, მაგრამ არა გენოციდის ბრალდებებზე – ამ პროცესს შეიძლება წლები დასჭირდეს.