ისრაელი და “ჰამასი” ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან-ამის შესახებ ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი აცხადებს

ისრაელი და “ჰამასი” ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, – ამის შესახებ “ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი აცხადებს. შესაძლო ზავზე საუბრობენ თეთრ სახლშიც.
მედიის ცნობით, სავარაუდო შეთანხმება ხუთდღიან ზავს გულისხმობს, რომლის მიხედვითაც „ჰამასი” 7 ოქტომბერს დაკავებულ 50-დან 100-მდე მძევალს გაათავისუფლებს. , კი შეთავაზებული შეთანხმების თანახმად, 300 პალესტინელ პატიმარს „ჰამასს” გადასცემს.
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროებსა და “ჰამასს” შორის საბრძოლო მოქმედებები, “ალ-შიფას” ჰოსპიტლის შემდეგ, ანკლავის ინდონეზიურ საავადმყოფოსთან გრძელდება.”ჰამასის” მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ჭურვი ინდონეზიურ საავადმყოფოს მოხვდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ისრაელის თავდაცვის ძალები კი ამბობენ, რომ ჰოსპიტლის მიმართულებით ჭურვები არ უსვრიათ და არ დაურღვევიათ საერთაშორისო სამართალი. ოფიციალური ისრაელის მტკიცებით, ტერორისტებმა თავად გახსნეს ცეცხლი ისრაელის ძალების მიმართულებით ინდონეზიური საავადმყოფოდან, რასაც საპასუხო რეაგირება მოჰყვა. რაც შეეხება ჰუმანიტარულ კრიზისს, ანკლავში ვითარება კვლავ რთულია.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება