ისრაელი განაგრძობს რაფაჰის დაბომბვას მიუხედავად საერთაშორისო აღშფოთებისა

29 მაისს ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰის წინააღმდეგ იერიშები განახორციელა მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბა, რათა განეხილა სისხლიანი თავდასხმა, რომელმაც მსოფლიო მასშტაბის აღშფოთება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ იზრდება შეშფოთება -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ ს ომში ღაზის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის გამო, არ ჩანს იმის ნიშნები, რომ ისრაელი ცვლიდეს კურსს. საზავო შეთანხმების მიღწევის საერთაშორისო ძალისხმევა შედეგს ვერ აღწევს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელი გააფრთხილა, რომ არ დაიწყოს ფართო მასშტაბის ოპერაცია რაფაჰში, მაგრამ მისმა ადმინისტრაციამ 28 მაისს განაცხადა, რომ ისრაელს ჯერ არ გადაუკვეთია წითელი ხაზები.
გაერომ, ევროკავშირმა და საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა დაგმეს ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰზე ისრაელის ავიადარტყმა, რომელმაც ხანძარი გამოიწვია ღაზის სხვა რაიონებიდან დევნილთა ბანაკში. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 27 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ავიადარტყმის შედეგად დევნილთა ბანაკში დაიღუპა სულ მცირე 45 ადამიანი და ასეულობით დაშავდა.
ისრაელის პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ყველა შესაძლებლობას იყენებენ, რათა ღაზაში ზიანი არ მიაყენონ მშვიდობიან მოსახლეობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ტრაგიკული შეცდომა“ მოხდა. ნეთანიაჰუს თქმით, ინციდენტს გამოიძიებენ და დასკვნებს გამოიტანენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დაგმო ისრაელის მოქმედება, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო, თავშესაფრის მაძიებელი სამოქალაქო პირი დაიღუპა. გუტერეშის განცხადებით, ღაზის სექტორში არცერთი უსაფრთხო ადგილი აღარ არის და ეს საშინელება უნდა შეწყდეს. იგივე განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც საერთაშორისო სამართლის სრულად დაცვა და საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.
ფორუმი