ისრაელი აცხადებს, რომ ირანმა მათი მიმართულებით დრონები გაუშვა

ს თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის განცხადებით, დრონებს ისრაელამდე ჩასაღწევად რამდენიმე საათი დასჭირდებათ:
„თუ გვექნება ინფორმაცია მყისიერი საფრთხის შესახებ, მოსახლეობას შევატყობინებთ. მანამდე კი ვთხოვთ მოქალაქეებს მითითების გარეშე არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები. ჩვენ სწორად ვაფასებთ საფრთხეს და ამგვარ შეტევებს წარსულშიც გავმკლავებივართ“ — აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი.
გავრცელებული ცნობების გამო იორმ დროებით დახურა საჰაერო სივრცე. -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი შვებულება შეწყვიტა და ვაშინგტონში დაბრუნდა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან შეხვედრას გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!