ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ „ჰეზბოლას“ მიერ ლიბანიდან გაშვებულმა დრონმა საფედში ისრაელის არმიის ჩრდილოეთ სარდლობის შტაბს დაარტყა.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და ახლომდებარე შენობა მხოლოდ მცირედით დაზიანდა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რამდენიმე საჰაერო სამიზნე მოიგერიეს.
მანამდე, „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი ლიდერის, ვისამ ალ-ტავილისა და „ჰამასის“ მაღალჩინოსნის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობების საპასუხოდ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბაზაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ დღეს დილით, სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ სამიზნეებს დაარტყეს.