ისრაელის წინააღმდეგ ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი მრჩევლებს შეხვდება

ს წინააღმდეგ ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფონზე, -ის პრეზიდენტი მრჩევლებს შეხვდება.
ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს შეხვედრას ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ დრონებით განხორციელებული თავდასხმის განსახილველად.
“მისი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის ოფიციალურ პირებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. ეს თავდასხმა, დიდი ალბათობით, რამდენიმე საათს გაგრძელდება… პრეზიდენტი ბაიდენი ნათლად ამბობდა: ისრაელის უსაფრთხოებისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. შეერთებული შტატები ისრაელის ხალხს გვერდში დაუდგება და დაეხმარება მათ თავდაცვას ირანის მხრიდან ასეთი საფრთხეების წინააღმდეგ,” – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო