ისრაელის შეიარაღებული ძალების თქმით, მან რეიდი ჩაატარა ღაზაში, ალ-შიფის საავადმყოფოში

ისრაელმა 18 მარტს განაცხადა, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა რეიდი ჩაატარეს ღაზაში, ალ-შიფის საავადმყოფოში. პალესტინის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ოპერაციის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მრავალი დაშავდა და საავადმყოფოს ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ს სამხედროთა თქმით, ჯარისკაცები „ზუსტ ოპერაციას“ ატარებდნენ და მათ ცეცხლი გაუხსნეს, როცა ისინი საავადმყოფოს ტერიტორიაზე შევიდნენ.
„ჯარებმა საბრძოლო იარაღით უპასუხეს და მიზანში მოარტყეს. ჩვენი ჯარები განაგრძობენ ოპერაციას საავადმყოფოს რაიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის არმიის განცხადების თანახმად, ოპერაცია განხორციელდა სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, რომელთა თანახმად, საავადმყოფოს ტერიტორიას ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენლები იყენებდნენ.
ალ-შიფა ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო იყო შარშან ოქტომბერში დაწყებულ ომამდე. Reuters-ის თანახმად, ამჟამად ის ერთ-ერთია ღაზის სექტორის იმ მცირერიცხოვან სამედიცინო დაწესებულებებს შორის, რომლებიც ნაწილობრივ, მაგრამ ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ. მის ტერიტორიას ასევე თავს აფარებს ასობით ადგილნაცვალი პალესტინელი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას