ისრაელის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე – ღაზას ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია

ღაზას ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ცაჰი ჰანეგბიმ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მალე სამი კვირა შესრულდება რაც ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო და ისრაელის შეიარაღებული ძალები უკვე ქალაქ ღაზას ცენტრში ოპერირებენ. ჰანეგბის თქმით, უკვე ათასობით ტერორისტია მოკლული, მათ შორის „ჰამასის“ ხელმძღვანელობის წევრები.
„უსაფრთხოების კაბინეტის მიერ დასახული ყველა მიზანი მიღწეულ იქნა, და, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, „ეს მხოლოდ დასაწყისია“.
ბრძოლის ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ და ბრძოლის დასასრულს „ჰამასის“ დასასრულიც იქნება…
არ გავჩერდებით მანამ, ვიდრე „ჰამასისა“ და „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო და ხელმძღვანელობის შესაძლებლობები განადგურებული არ იქნება“, – განაცხადა ჰანეგბიმ.

ასევე დაგაინტერესებთ