ისრაელის სტრატეგიული საკითხების მინისტრი ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და თეთრი სახლის წარმომადგენელს

Reuters-ის სააგენტო თეთრი სახლის ცნობაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 26 დეკემბერს ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი, რონ დერმერი ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, ჯეიკ სალივანს, რათა განიხილონ კონფლიქტი ღაზაში და აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი დაჯგუფება ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლების დაბრუნება.
ვაშინგტონში შეხვედრა იმართება მას შემდეგ, რაც აშშ-მა საჯაროდ მოუწოდა ისრაელს, მეტი გაეკეთებინა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდის ფონზე. ბლინკენს ასევე სატელეფონო საუბარი ჰქონდა დერმერთან ამ თვის დასაწყისში.
ქრისტესშობის წინა დღეებში ომი გამწვავდა, განსაკუთრებით ღაზის სექტორის ცენტრალურ რაიონში. ისრაელმა 26 დეკემბერს განახორციელა ახალი საჰაერო თავდასხმები ღაზის ცენტრალურ რაიონში. გაერომ განაცხადა, რომ შეშფოთებულია ისრაელის თავდასხმების გაძლიერებით, რის შედეგადაც, შობის დღიდან მოყოლებული, 100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა ანკლავის ერთ ნაწილში.
7 ოქტომბერს ჰამასის მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე, რომელსაც ჰამასი მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 21 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. შიშობენ, რომ კიდევ ათასობით ადამიანი ნანგრევების ქვეშაა ჩამარხული.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში