ისრაელის სისხლიანი თავდასხმის შემდეგ ღაზაში საკვების შეტანა შეაჩერა რამდენიმე ჰუმანიტარულმა კომპანიამ

ისრაელის ახლო მოკავშირეებმა, მათ შორის -მა, 3 აპრილს დაგმეს ჰუმანიტარული კომპანიის შვიდი თანამშრომლის დაღუპვა ღაზაზე ს საჰაერო დარტყმის შედეგად. ამ შემთხვევამ რამდენიმე ჰუმანიტარულ ორგანიზაციას უბიძგა, შეეწყვიტა საკვების შეტანა პალესტინელებთან, რომლებსაც მწვავე შიმშილი ემუქრებათ.
ორგანიზაცია World Central Kitchen-ის თანამშრომელთა დაღუპვამ წინაღობა შეუქმნა აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, გაიხსნას საზღვაო კორიდორი დახმარების შესატანად კვიპროსიდან ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც ჰუმანიტარული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელი უჩვეულო პირდაპირობით გააკრიტიკა – მისი სიტყვების თანახმად, ეს ინციდენტი მოწმობს, რომ ისრაელი საკმარისს არ აკეთებს სამოქალაქო პირების დასაცავად.