ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ 100-ზე მეტ სარაკეტო გამშვებს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათმა სამხედრო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ კუთვნილ 100-ზე მეტი სარაკეტო გამშვებს და სხვა “ტერორისტულ ობიექტებს”, მათ შორის იარაღის შესანახ ობიექტს, დაარტყეს.
ს თავდაცვის ძალების მტკიცებით, გამშვებები მზად იყვნენ ისრაელის წინააღმდეგ გასროლის განსახორციელებლად.
ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ ისრაელმა ხუთშაბათს საღამოს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მინიმუმ 52 დარტყმა განახორციელა და რომ ლიბანმა ასევე დაიწყო დარტყმები ჩრდილოეთ ისრაელის სამხედრო ობიექტებზე.
მანამდე, “ჰეზბოლას” ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ პეიჯერებისა და რაციების გამოყენებით თავდასხმების განხორციელებით ისრაელმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ისრაელის ეს ქმედება ომის გამოცხადება იყო.