ისრაელის სამხედროებმა ღაზაში აღმოაჩინეს გვირაბი, სადაც ავტომობილით გადაადგილებაა შესაძლებელი – ბოლო ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან

ისრაელ-ჰამასის ომის 79-ე დღე – ჩრდილოეთ ღაზის დიდი ნაწილი განადგურებულია. ს თავდაცვის ძალები ისევ აქტიურად უტევენ “ჰამასის” მიწისქვეშა გვირაბების ქსელს. ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში კიდევ ერთი, აქამდე უცნობი გვირაბების სისტემა აღმოაჩინეს, რომელიც ღაზა-ისრაელის საზღვართან მდებარეობს. გვირაბი მიწის ქვეშ 50 მეტრის სიღრმეშია და იმდენად ფართოა, რომ შესაძლებელია ავტომობილით გადაადგილება.
ტერორისტების დასამალი გვირაბები ისრაელის საზღვართან, “ერეზის” საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან დაახლოებით 400 მეტრში იპოვეს. ისრაელის თავდაცვის ძალებს, გვირაბების ქსელი უზრუნველყოფილი დახვდათ ელექტროენერგიით და საკომუნიკაციო სისტემებით. ტერორისტებს ჰქონდათ საკვების და იარაღის მარაგებიც. ეს არის ყველაზე დიდი გვირაბი, რომელიც აქამდე აღმოუჩენიათ.
ომის დაწყების შემდეგ, ისრაელმა ჰამასის გვირაბების 130 შესასვლელი აღმოაჩინა და გაანადგურა. ზოგიერთ შემთხვევაში გვირაბებში ზღვის წყალს უშვებენ, რომ დაიტბოროს, რაც ტერორისტებს მიწისქვეშა თავშესაფრიდან გამოსვლას აიძულებს.
ღაზის ქვეშ კილომეტრობით გვირაბებია, რომლებიც სკოლებისა და საავადმყოფოების ქვეშ გადის. ეს ქსელი ტერორისტული ორგანიზაციისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს. აქ იმალებიან ლიდერები, აქ იგეგმება თავდასხმები და აქ მალავენ ტყვეებსაც. ამ დროის მონაცემებით, ტყვეობიდან 110 ადამიანია გათავისუფლებული, კიდევ 132 კი მძევლად რჩება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ ისრაელი არ შეწყვეტს ომს, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება. ამის პარალელურად, ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისია. გაერო ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი დაემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ისე, რას უშვებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას სთავაზობენ მოცემულობით – “ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა” და თავგანწირული სლოგანით “მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა

ზურაბიშვილმა ხომ იცის, რომ მაქსიმუმ მასთან ვინც ხელისუფლებიდან მივა, ეს სამართალდამცავები იქნებიან – ხალხი, რომელიც ერთკვირიანი მობილიზაციით თბილისში ჩამოიყვანეს, სალომემ გაამიმუნა და გადაგდო