ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორის სამხრეთით ხან-იუნისის რაიონში წინ მიიწევენ – იოავ გალანტი

“ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორის სამხრეთით ხან-იუნისის რაიონში წინ მიიწევენ”. – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დრომდე “ჰამასის” დაახლოებით 10 000 მებრძოლია განადგურებული.
ბოლო დღეებში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს საავადმყოფოს კომპლექსის გარშემო, რომელსაც თავს ათასობით ადამიანი აფარებს.
ღაზაში არსებული გაერო-ს დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც 20-მა ქვეყანამ დახმარება შეუჩერა, ორგანიზაცია იძულებულია ჰუმანიტარული დახმარების სამუშაოები შეაჩეროს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივანი, , ისრაელს 4 თებერვალს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს