ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – „ჰამასის“ ლიდერად იაჰია სინვარის არჩევა მსოფლიოსთვის მკაფიო სიგნალი უნდა იყოს, რომ პალესტინის საკითხს ახლა ირანი და „ჰამასი“ აკონტროლებს

„ჰამასის“ ლიდერად იაჰია სინვარის არჩევა მსოფლიოსთვის მკაფიო სიგნალი უნდა იყოს, რომ პალესტინის საკითხს ახლა ირანი და „ჰამასი“ აკონტროლებს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ღაზაში ისრაელის მოქმედების გარეშე, ტერიტორია მთლიანად „ჰამასის“ კონტროლის ქვეშ იქნებოდა. იუდეასა და სამარიაში აბასისა და პალესტინის ადმინისტრაციის გადარჩენა, „ჰამასისა “ და „ისლამური ჯიჰადის“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელთაც მხარს ირანი უჭერს, ისრაელის ინტენსიური სამხედრო ოპერაციების შედეგად ხერხდება“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, გუშინ, „ჰამასმა“ პოლიტიკური ბიუროს ახალ ხელმძღვანელად იაჰია სინვარი დაასახელა, რომელიც ამ თანამდებობაზე თეირანში მოკლულ ისმაილ ჰანიეს შეცვლის.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია