ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი – ისრაელის ხელისუფლება დააბრუნებს ყველა მძევალსა და დაკარგულ ადამიანს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელის ხელისუფლება მიესალმება გათავისუფლებული მოქალაქეების დაბრუნებას. პრემიერის ოფისმა განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 13 გათავისუფლებული მძევალი ისრაელის ტერიტორიაზე გადავიდა.
„ისრაელის ხელისუფლება დააბრუნებს ყველა მძევალსა და დაკარგულ ადამიანს. ჩვენმა მოქალაქეებმა უკვე გაიარეს პირველადი სამედიცინო შემოწმება და ოჯახებს ეცნობათ მათი დაბრუნების შესახებ“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერის ოფისში ასევე დაადასტურეს, რომ ტაილანდის 10 და ფილიპინების 1 მოქალაქეც გათავისუფლდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი