ისრაელის პრეზიდენტი: ჩვენ არ გვაქვს კავშირი ჰეზბოლას პეიჯერების აფეთქებასთან

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მონაწილეობდა ლიბანში პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების ოპერაციაში. ლიბანური ჰეზბოლა, რომელიც აღიარებულია როგორც ტერორისტული ჯგუფი შეერთებულ შტატებსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებდა. ს კვალს ხედავდა აფეთქებებში რამდენიმე დასავლური მედიაც.
“მე ამთავითვე უარვყოფ ნებისმიერ ოპერაციაში რაიმე მონაწილეობას”, – განაცხადა ჰერცოგმა Sky News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ისრაელს არ სწადია ლიბანთან ომი. “მაგრამ ლიბანი გახდა ტერორისტული ორგანიზაციისა და შეთავსებით პოლიტიკური პარტია ჰეზბოლას მძევალი, – დასძინა ისრაელის პრეზიდენტმა.
ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლა -სა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ტერორისტულ არის აღიარებული.
ისააკ ჰერცოგმა მიანიშნა, რომ აფეთქება შეეძლო განეხორციელებინა რომელიმე მტერს, რომელიც ჰეზბოლას არაერთი ჰყავს თავად ლიბანის შიგნით.
„ჰეზბოლა ახრჩობს ლიბანს, ანგრევს ლიბანს, განუწყვეტლად ქმნის ქაოსს“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
ამ კვირის დასაწყისში ლიბანში მოხდა პეიჯერებისა და სხვადასხვა სახის პორტატიული საკომუნიკაციო საშუალებების მასიური აფეთქებები, რომლებსაც ჰეზბოლას წევრები ოპერატიული კავშირგაბმულობისთვის იყენებდნენ. აფეთქებების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით სამი ათასი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა