ისრაელის პარლამენტმა სიკვდილით დასჯის კანონი დაამტკიცა

4
ის­რა­ე­ლის პარ­ლა­მენ­ტმა კა­ნო­ნი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის­თვის სას­ჯე­ლად სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ამ­ტკი­ცებს, – ინ­ფორ­მა­ცი­ას The Guardian-ი ავ­რცე­ლებს.
ქნე­სეთ­მა კა­ნო­ნი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ით­ვა­ლის­წი­ნებს და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მცხოვ­რე­ბი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლო ტე­რო­რის­ტულ აქ­ტე­ბად მიჩ­ნე­ულ სა­სიკ­ვდი­ლო თავ­დას­ხმე­ბის­თვის დამ­ნა­შა­ვედ ცნობს.
ის­რა­ე­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნის­ტრის, იტა­მარ ბენ-გვი­რის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია “ოცმა იეჰუ­დი­თის“ მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა 62 ხმით 48-ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღო.
კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სიკ­ვდილ­მის­ჯილ პი­რებს ცალ­კე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნა­თავ­სე­ბენ, სა­დაც მათი მო­ნა­ხუ­ლე­ბა მხო­ლოდ უფ­ლე­ბა­მო­სილ პერ­სო­ნალს შე­ეძ­ლე­ბა და იუ­რი­დი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მხო­ლოდ ვი­დე­ო­კავ­ში­რის მეშ­ვე­ო­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.
გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი პი­რე­ბის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­დან 90 დღის ვა­და­ში ჩა­მოხ­რჩო­ბით მოხ­დე­ბა.
კა­ნონს ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ჯგუ­ფე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ. ის­რა­ე­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ჯგუ­ფებ­მა და ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ კა­ნონს ის­რა­ე­ლის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება