ისრაელის მთავრობის სპიკერი – „ჰამასი“ გავაფრთხილეთ, რომ ზავის გაგრძელების შესაძლებლობა ძალაშია

„ჰამასი“ გავაფრთხილეთ, რომ ზავის გაგრძელების შესაძლებლობა ძალაშია, – ამის შესახებ ს მთავრობის სპიკერმა, ეილონ ლევიმ განაცხადა.
„ჩვენ „ჰამასი“ გავაფრთხილეთ, რომ ზავის გაგრძელების შესაძლებლობა ძალაშია. დღევანდელი ჯგუფის გარდა, ჩვენ კიდევ 50 მძევლის დაბრუნება გვსურს.
როგორც კი მძევლების გათავისუფლების სამუშაო ჩარჩო ამოიწურება, ისრაელი შეტევას მთელი ძალით გააგრძელებს“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის სპიკერმა.
ისრაელი იმედოვნებს, რომ მძევლების მეოთხე ჯგუფის გათავისუფლება დღეს მაინც მოხდება.