დღეს, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 165 რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლას“ სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიები, მათ შორის ჰაიფა იყო.
ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 274-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 1024-მდე გაიზარდა.