ისრაელის თქმით, ლიბანიდან ჯარის გაყვანა ვადაზე დიდხანს გასტანს

ისრაელმა 24 იანვარს განაცხადა, რომ თავისი ჯარების გაყვანა ლიბანის სამხრეთიდან გაგრძელდება ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული 60-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ.
პრემიერმინისტრ ს ოფისმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაიდო “იმის გათვალისწინებით, რომ ჯარების გაყვანის პროცესმა შეიძლება 60-დღიან პერიოდზე მეტხანს გასტანოს”.
“ჯარების გაყვანის პროცესი დამოკიდებულია ლიბანის არმიის განლაგებაზე ლიბანის სამხრეთში და შეთანხმების სრულ და ეფექტიან დაცვაზე, ასევე ჰეზბოლას ძალების გაყვანაზე მდინარე ლიტანის მიღმა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიბანიდან ს ჯარის გაყვანის ვადა 26 იანვარს იწურება. “რადგან ლიბანის სახელმწიფოს სრულად არ შეუსრულებია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჯარების თანდათანობით გაყვანის პროცესი გაგრძელდება -თან სრული კოორდინაციით.” მყიფე ზავს, რომელიც ძალაში შევიდა 27 ნოემბერს, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორ თვეში, თან ახლავს დარღვევების ბრალდებებით ორივე მხრიდან.
ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, ლიბანის არმია გაეროს სამშვიდობო ძალებთან ერთად, სამხრეთში უნდა განლაგდეს, მას შემდეგ, რაც ისრაელის არმია გავა 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში.
ჰეზბოლამ თავისი ძალები უნდა დახიოს მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით, საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, და მოახდინოს ყველა დარჩენილი სამხედრო ინფრასტრუქტურის დაშლა სამხრეთში.
ისრაელის, ლიბანის, საფრანგეთის და აშშ-ის დელეგატებისა და გაეროს სამშვიდობო ძალის, UNIFIL-ის წარმომადგენლისგან შემდგარ კომიტეტს ევალება უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევის გამოვლენა და მოგვარება. გაეროს სამშვიდობო ძალებმა განაცხადეს ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობების არაერთხელ დარღვევის შესახებ.