ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ დაზვერვის შტაბს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას” სამეთაურო ცენტრსა და იარაღის მიწისქვეშა ობიექტზე დარტყმა მიაყენეს.
„დღეს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა დაზვერვის მონაცემებზე დაფუძნებული დარტყმა განახორციელა „ჰეზბოლას” დაზვერვის შტაბის სამეთაურო ცენტრსა და ბეირუთში იარაღის მიწისქვეშა სახელოსნოზე”, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავებმა „ჰეზბოლას” სამხრეთ ფრონტის სარდლობის მაღალჩინოსანი, ალჰაჯ აბას სალამა და დაჯგუფების კიდევ ორი წევრი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს