ისრაელის თავდაცვის ძალები – ხან იუნისში „ჰამასის“ 2000-ზე მეტი მებრძოლია ლიკვიდირებული

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხან იუნისში „ჰამასის“ 2000-ზე მეტი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს.
„ბრძოლა ამჟამად ხან იუნისზეა ორიენტირებული, რომელიც სამხრეთით „ჰამასის“ დედაქალაქია“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ბევრი მეთაური ლიკვიდირებულია, ბევრი გაიქცა ან ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა.
ასევე, ისრაელის ჯარისკაცებმა ხან იუნისში „ჰამასის“ ის მებრძოლები დააკავეს, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა