ს თავდაცვის ძალები – ხან იუნისში მაღალი ინტენსივობის ბრძოლები მიმდინარეობს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის სამხრეთით ნაწილში, ხან იუნისში მაღალი ინტენსივობის ბრძოლები გრძელდება.
თავდაცვის ძალების ცნობით, ხან იუნისში ჩატარებულ ბოლო ოპერაციებში ისრაელელმა ჯარისკაცებმა ხელის ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული „ჰამასის“ ჯგუფი გაანადგურეს და იარაღის საწყობი აღმოაჩინეს. ამასთან, მედესანტეების ბრიგადამ რამდენიმე შეიარაღებული პირი გაანადგურა და იარაღი აღმოაჩინა.
ამასთან, თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, მე-5 ბრიგადის რეზერვისტებმა გვირაბის ქსელი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ჯარისკაცებმა რამდენიმე შეიარაღებული პირი გაანადგურეს და იარაღი აღმოაჩინეს.
ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზას ცენტრალურ ნაწილში „ჰამასის“ წევრზე დრონით თავდასხმა განახორციელეს და კიდევ რამდენიმე შეიარაღებული პირი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი